13:26 | 2021-08-08 ავტორი: Prime Time

ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდება

ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

 

„ცეცხლთან თამაში“ ქართულად და სპეციალისტების პროგნოზები ეპიდვითარებაზე
2021-07-27„ცეცხლთან თამაში“ ქართულად და სპეციალისტების პროგნოზები ეპიდვითარებაზე

 

გამყრელიძის შეფასებით, ეპიდვითარება რთულია და, შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს.

 

“ძალიან სერიოზული მდგომარეობაა ქვეყანაში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 3-4 ათასის ფარგლებშია. ჯერჯერობით, მას აქვს კიდევ ტენდენცია აღმასვლის, ანუ იზრდება ყოველდღიური მაჩვენებლები, ამიტომ, ახლა მუშავდება შესაბამისი გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს.

 

ერთის მხრივ, აცრების მაქსიმალური ინტენსიფიკაცია, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული ღონისძიებების ადმინისტრირების გამკაცრება და შესაძლებელია, ასევე, გარკვეული შეზღუდვების შემოღება, რომ შევაკავოთ ინფექცია,”-აცხადებს გამყრელიძე.

 

ასევე ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X