
ბინაზე დატოვებულ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები ექიმთან კონსულტაციას და მონიტორინგს საჭიროებენ,-ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის განმარტებით, ასეთი პაციენტები ოჯახის ექიმთან აქტიურ კონტაქტზე უნდა იყვნენ.
„თუ სიცხემ აუწია ბინაზე მყოფს, ჯობია რომ დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს, ამიტომ ჩვენი სლოგანი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიცოდეთ ჩვენი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონი, ეს არის აუცილებლობა. რომ დავურეკოთ მას პროაქტიურად, შევეკითხოთ ხოლმე ხშირად და ის მოგვცემს დარიგებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829, გარდაიცვალა 253 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.























