
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრება. იმუნიზაციის პროცესს ამირან გამყრელიძე დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაივლის.
ცნობისთვის, გამყრელიძემ კორონავირუსი იანვარში დაამარცხა, შესაბამისად, ვაქცინაცია 3 თვის შემდეგ კეთდება.
შეგახსენებთ, დღეს ქვეყნის მასშტაბით, ჩინური წარმოების Sinopharm-ით ვაქცინაცია დღეიდან იწყება.






















