12:12 | 2020-12-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში განახევრდება ინფიცირებულთა რაოდენობა 2-3 კვირაში

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში განახევრდება ინფიცირებულთა რაოდენობა 2-3 კვირაში

თუ მოქალაქეების 95% შინ და გარეთ ვატარებთ პირბადეს, მომავალ 2-3 კვირაში განახევრდება ინფიცირებულთა რაოდენობა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

რამდენად უსაფრთხოა კოვიდის ვაქცინა იმ ადამიანისთვის, რომელმაც ვირუსი უკვე გადაიტანა
2020-12-10რამდენად უსაფრთხოა კოვიდის ვაქცინა იმ ადამიანისთვის, რომელმაც ვირუსი უკვე გადაიტანა

„ვირუსის შეკავება 1 და 2 დღეში ვერ მოხდება. ვირუსის შეკავებას სჭირდება სინქრონიზებული მუშაობა – სახელმწიფოს, ექიმების და რაც მთავარია, მოსახლეობის. თუ 95%-ში შინ და გარეთ ვატარებთ მუდმივად პირბადეს, მომავალ 2-3 კვირაში განახევრდება ინფიცირებულთა რაოდენობა.

 

 

მოვილაპარაკოთ, შევთანხმდეთ საზოგადოება და ექიმები, რომ ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე. დავიცვათ ეს მარტივი რეკომენდაცია და ინფიცირებულთა ოდენობა ქვეყანაში განახევრდება.

 

განახევრებაა, როცა 5 000-დან ჩამოხვალ 2 500-ზე. 2 500-დან რომ ჩამოხვიდე 1 000-ზე და 700-ზე, გვჭირდება ის შემზღუდველი ღონისძიებები, რაც დღეს ქვეყანაშია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X