
„არსებობს თუ არა მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტებიდან კორონავირუსის გადადების რისკი?“, – ამ შეკითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ რეკომენდებულია მაღაზიიდან მიტანილი პროდუქტები გაირეცხოს.
„კორონავირუსი არის წვეთოვანი ინფექცია, ის გადაეცემა წვეთების სახით, თუ ინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს და ახლოს არის დაახლოებით 1,5 მეტრით.
2 მერტზე ახლოს მას შეიძლება ეს წვეთი მოხვდეს და გადაედოს. ასევე ის გადადის დაბინძურებული საგნებით, ამიტომაც ვამბობთ, რომ პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა არის მთავარი იარაღი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, შინ მიტანილი პროდუქტის ნაწილი უნდა დაიმდუღოს, ნაწილი გაირეცხოს, თერმული დამუშავების შემდეგ პროდუქტი საშიში არ არის.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 296 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
გიორგი გახარიამ საგანგბო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
ასევე, გადაწყდა, რომ ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გაგრძელდეს.
ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი.
დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.
საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.
ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.
ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.
კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.






















