
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება, შეზღუდვების მოხსნით გამოწვეული არ არის.
„მუშევანი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) გვაქვს და გვქონდა ყველაზე დაზიანებული ადგილი ქვეყანაში და ველოდებოდით, რომ გვექნებოდა დამატებითი შემთხვევები.
ამიტომ, პარასკევს თითქმის სრულად მოსახლეობა გამოვიკვლიეთ და დამატებით 18 შემთხვევა იყო იდენტიფიცრებული. ამავე დროს, საბურთალოს ე.წ. კლასტერი არის ყველა კონტაქტი ინფიცირებულთან და ეს ინფიცირებული გახლდათ ჩვენი კოლეგა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.























