
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი-ამირან გამყრელიძე ხვალ კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს.
ის ჩინური წარმოების “სინოფარმის“ ვაქცინით რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრება.
ცნობისთვის, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა. ის მკურნალობას სახლში გადიოდა და ვირუსისგან 14 იანვარს განიკურნა.
„სინოფარმით” ვაქცინაცია ქვეყანაში ხვალიდან იწყება, თუმცა პრეპარატს ჯერჯერობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია მიღებული არ აქვს. “სინოფარმით” ვაქცინაცია საქართველოში 18 წელს ზემოთ მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, საერთოი ჯამში ქვეყანაში ამ ეტაპზე “სინოფარმის” 100 000 დოზაა შემოტანილი.






















