12:52 | 2021-11-28 ავტორი:

ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

რამდენიმე სამხრეთ აფრიკული ქვეყნიდან შემოსულ პირებს ან სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ ქვეყნებში მგზავრობის ისტორია ჰქონდათ, ქვეყანაში შემოსვლისთვის სავალდებულო კარანტინი ექნებათ 14 დღე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ახალი შტამი შემაშფოთებელია, ის უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტი რეინფიცირების უნარი აქვს.

 

„14 დღე უნდა იყვნენ კარანტინში, კარანტინიდან გათავისუფლებაც იქნება მათთვის მხოლოდ, მაშინ როდესაც პისიარტესტი იქნება უარყოფითი. რაც შეეხება ახალ შტამს, ჩვენ ინფორმაცია გვაქვს ის, რასაც აქვეყნებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. თითოეული ეს უწყება მიიჩნევს, რომ ეს არის საკმაოდ შემაშფოთებელი და პირველივე დღიდან მიანიჭეს მას ეს სახელწოდება. წინასწარი მონაცემებით, ის უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო მეტი რეინფიცირების უნარი აქვს, მაგრამ რამდენად უფრო აგრესიულია შტამი, რამდენად მძიმე დაავადებებს იწვევს, რამდენად უფრო მაღალ სიკვდილიანობას იწვევს, ამაზე ჯერ უნდა იყოს დაკვირვება. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ფარავენ დღევანდელი მოქმედი ვაქცინები ამ შტამს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

სავალდებულო გახდება თუ არა ტრანსპორტში „მწვანე პასპორტი“? – მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს

 

რვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები წესდება – ნახეთ წესები

 

რამდენი ლარის გადახდა მოგიწევთ მართვის მოწმობის ასაღებად

 

„ჩემი ცხოვრება იმედით და სიხარულით სავსე იქნება…“ – თაკოს რჩეული და „ნიჭიერის“ ოქროს ღილაკის მფლობელის ახლი „სიტყვა“ ქართულ პოეზიაში

 

4 თუ 5 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მერე შევთანხმდით, რომ ჩვენი ცხოვრება აღარ იყო საინტერესო და გავშორდით… – ელენე ხოშტარია პირველ ქმარზე

 

8-თვიანი დუმილის შემდეგ კასპში მეუღლის მკვლელობის საქმის ფიგურანტი ალაპარაკდა – ქეთევან ჩხაიძის წერილი ციხიდან

ავტორი:

X