15:08 | 2021-11-16 ავტორი: Prime Time

ამირან გამყრელიძე მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს 

ამირან გამყრელიძე მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას ეხმაურება.

 

როგორც გამყრელიძე ამბობს, მას მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს. ამასთან, იგი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რადგან ეს უკვე „ცეცხლთან თამაშია“.

 

მე რომ ფილარმონიის წინ ბენზინი გადავისხა და ასანთი დავიჭირო ხელში სახელმწიფომ არ უნდა მომხედოს ? - ნიკოლოზ რაჭველი
2021-11-16მე რომ ფილარმონიის წინ ბენზინი გადავისხა და ასანთი დავიჭირო ხელში სახელმწიფომ არ უნდა მომხედოს ? - ნიკოლოზ რაჭველი

 

„მე ვიცნობ საკმაოდ კარგად საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჩვენ ერთად მოგვიწია გარკვეული პერიოდი მუშაობა პარლამენტში 90-იანი წლების ბოლოს. ასევე საქართველოს მთავრობაში, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობდი. მქონია არც თუ ისე ხშირად სხვადასხვა საკითხების შესახებ განხილვა. მე ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან, კარგად ვიცნობ და ვმეგობრობ მის მამასთან, ბატონ ნიკასთან. ჩვენ ერთად საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით მაშინდელ სამედიცინო ინსტიტუტში. საკმაოდ ახლო ურთერთობა მაქვს მის დედასთან, ქალბატონ გიულისთან, რომლის უნივერსიტეტის დაარსებასა და გამართვაში გარკვეული წვლილი მაქვს შეტანილი. ბატონი მიხეილის ბებია იყო ჩემი მასწავლებელი, როდესაც მე ვსწავლობდი სამედიცინო ინსტიტუტში.

 

მიუხედავად ამ ახლო ურთიერთობისა, ბევრ საკითხში ჩვენი შეხედულებები ხშირად იყო განსხვავებული. მაგრამ ამას მე ახლა არ ვეხები. ის პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა უკვე იმაში, რომ ის გახდა პაციენტი. მე ექიმი ვარ და ჩვენთვის პაციენტი ყოველთვის პაციენტია და არანაირი ნიშნით არ ვასხვავებთ. ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველაფერი, რაც სჭირდება. მე, როგორც ექიმი, ამირან გამყრელიძე და არა დღევანდელი თანამდებობის პირი, მე მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ეს უკვე მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია. მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია“,- ამბობს ამირან გამყრელიძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

VIDEO: „ნუ მიკივიხარ, წყალი დაალევინეთ“ – გინება და მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

 

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიდგომა შეცვალა

 

რას აკეთებდით მაშინ, როდესაც ცოტნე გამსახურდია შიმშილობდა – წამყვანის კითხვა ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს

 

VIDEO: „ინგამ მომაკვდავი თვალებით გადმომხედა და ბავშვებზე შემეკითხა“ –  ბათუმის ტრაგედიის სულისშემძვრელი ამბავი

 

რამდენი ადამიანი აიცრა 200-ლარიანი დანამატის პროგრამის ამოქმედების შემდეგ

 

გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში

ავტორი: Prime Time

X