
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „ბლუმბერგში“ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ნორვეგიაში „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალა.
გამყრელიძის თქმით, გახდა თუ არა ვაქცინა ამ ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ამას ნორვეგიის წამლის სააგენტო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი იკვლევს.
„მესმის, რომ მაღალი ინტერესის საკითხია, მაგრამ არავის არ უთქვამს ჯერ, რომ ეს ადამიანები გარდაიცვალნენ „ფაიზერის“ ვაქცინით.
მე დღეს ძალიან აქტიურად გავეცანი ნორვეგიულ წყაროებში მითითებულ ლიტერატურას, ასევე ჩვენ გაქვს ძალიან კარგი ორმხრივი ხელშეკრულება და კონტაქტი ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტთან, გვქონდა სატელეფონო საუბრები ასევე უნივერსიტეტის წამყვან პროფესორებთან და ჯერჯერობით, ეს არის შესწავლის საგანი, გადაწყვეტილება და დასკვნა ამ 23 მოხუცი ადამიანის გამოწვეული იყო ვაქცინის შემდგომი გართულებით ესეთი დასკვნა არ არსებობს.
ესენი არიან მოხუცთა თავშესაფრებში მყოფი 80 და 85 წელს ზემოთ გადაცილებული ადამიანები, სადაც სიკვდილი დადგა რამოდენიმე დღის შემდეგ, დღეს ამ საკითხს სწავლობს ნორვეგიის წამლის სააგენტო, ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი.
ამიტომ ნუ ვიჩქარებთ, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს იმუნიზაციის პროცესს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.























