16:24 | 2020-09-02 ავტორი: Prime Time

ამირან გამყრელიძემ სასტუმრო „ოაზისში“ ინფიცირების ფაქტი ოფიციალურდ დაადასტურა

ამირან გამყრელიძემ სასტუმრო „ოაზისში“ ინფიცირების ფაქტი ოფიციალურდ დაადასტურა

სასტუმრო „ოაზისში“ კორონავირუსი ოფიციალურად დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ „ტვ პირველთან“ საუბრის დროს განაცხადა.

 

მისი თქმით, ადამიანს, რომელსაც სიმპტომები ჰქონდა გაიტესტა და მას ვირუსი დაუდასტურდა.

 

„სასტუმროში მიმდინარეობს ჩემი კოლეგები კონფერენცია. იქ სწორედ ერთი ადამიანი იყო საეჭვო, რომელსაც სიმპტომები ჰქონდა და იყო კონტაქტირებული ინფიცირებულთან, ის გაიტესტა და  ერთი წუთის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ დადასტურდა ინფექცია. ამიტომ სასტუმროში ჩატარდება მასობრივი გამოკვლევა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

X