
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცენტრი კომენდატის საათის გადაწევას რეკომენდაციას ვერ გაუწევს.
„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილური არ არის. გაუარესების ტენდეცია აქვს. კომედანტი გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი ინფექციის გავრცელების და შენელების. აქედან გამომდინარე, ალბათ, ამ ეტაპზე არ განიხილება,“ – განაცხადა გამყრლეიძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 499 ადამიანს დაუდასტურდა.






















