00:50 | 2020-03-25 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ამირან გამყრელიძის თქმით მომავალი 3-4 კვირა უფრო რთული იქნება, ვიდრე გასული 3 კვირა იყო

ამირან გამყრელიძის თქმით მომავალი 3-4 კვირა უფრო რთული იქნება, ვიდრე გასული 3 კვირა იყო

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მომავალი რამდენიმე კვირა უფრო რთული იქნება ვიდრე გასული კვირები.

 

„საგანგებო მდგომარეობა ყველამ უნდა დაიცვას. იგივე იმ ორ მუნიციპალიტეტში – მარნეულსა და ბოლნისში.

 

ყველამ უნდა გაითავისოს ეს გამკაცრებული პირობები, იმიტომ, რომ მომავალი 3-4 კვირა იქნება უფრო რთული, ვიდრე წინა 3 კვირა იყო. ეს უნდა ვიცოდეთ. შემთხვევები გაგვეზრდება, მაგრამ მთავარია როგორმე თავიდან ავიცილოთ ნახტომისებური ზრდა ახალი შემთხვევების“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

24 მარტის მონაცენებით, საქართველოში ინფიცირებულია 70 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X