
„მთავარ არხზე“ ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მის ყოფილ მოადგილეს, ამირან მესხელს ხელისუფლებასთან არანაირი გარიგება არ აქვს.
„ამირან მესხელი, რომელ დეპარტამენტებსაც კურირებდა, თუ რაიმე პრეტენზია არსებობს ამ დეპარტამენტების მიმართ, მე მზად ვარ პასუხი გავცე.
ეს არის კონტრდაზვერვა, ანტიტერორისტული ცენტრი, მომსახურეობის სააგენტო.
თუ ამირან მესხელს აქვს რაიმე ტიპის გარიგება, ჩათვალეთ, რომ ეს ვარ მე, ჩათვალეთ, რომ ამირან მესხელი ვარ მე…
ეს არის აბსურდი.
მე არ ვინტერესდები რითი ცხოვრობს ახლა ამირან მესხელი.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის წავიდა ესპანეთში და აკეთებს ბიზნესს.
რაც შეეხება მის ძმას, ის ჩემი კლასელია და ამირანი მისგან გავიცანი.
მას არანაირი სერიოზული ბიზნესი არ აქვს.
თუ ვინმეს ამირან მესხელთან აქვს პრეტენზია, შეუძლია ეს პრეტენზიები მე წამომიყენოს“, – აცხადებს მერაბიშვილი.






















