
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღევანდელ ბრიფინგზე კორონავირუსის მოსალოდნელ შემდგომ ტალღებზეც ისაუბრა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რომ ახალ შემოტევას მომზადებული შეხვდეს.
„ბევრი მოსაზრებაა მეორე, მესამე, მეოთხე ტალღაზე. ამის ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს გარდა ღმერთისა.
ერთადერთი, რაც ჩვენ, ქვეყნებმა უნდა გავაკეთოთ – უნდა მოვემზადოთ.
ანუ მზადყოფნის რეჟიმი კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე პირველი ტალღის დროს იყო, რათა ჩვენ უფრო ნაკლები დაზიანებით გამოვიდნენ ქვეყნები, თუ მეორე და მესამე ტალღა იქნება.
ამიტომ ხაზს ვუსვამ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა და მთლიანად ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.






















