
“ჩვენ ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებას” შევთავაზეთ, ჩემი აზრით, სასწაული პირობა – თუ ისინი დაგვთანხმდებიან, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ პარლამენტში შევალთ”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ის ვერ მოახერხებს საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საკმარისი რაოდნეობის დეპუტატების პარლამენტში შეყვანას, მაშინ მხოლოდ გირჩი შევა პარლამენტში რათა, ვერ შესრულებული დაპირების გამო პასუხი აგონ.
“თუ ჩვენ ვერ შევკრებთ საკმარის რაოდენობას, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობისათვის, ამისათვის პოლიტიკურ პასუხს ვაგებთ ჩვენი დაპირებით და მხოლოდ ჩვენ შევალთ პარლამენტში.
ჩვენი პოზიციაა, რომ საჭიროა პარლამენტში შესვლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა, ეს რომ მოხდეს, იქ მართლა პარლამენტი უნდა იყოს და საჩხუბრად არ უნდა მივდიოდეთ, რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. ამ მიზნით, ჯერ გვინდა, ეს მოლაპარაკება ბოლოში გავიყვანოთ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომ ქვეყანა შევცვალოთ. ამის წინადადებები მართლა დევს იმ მაგიდაზე. რომელიღაც დიდმა პოლიტიკურმა ძალამ – ქართულმა ოცნებამ ან ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და გადადგას პირველი ნაბიჯი”. – ამბობს მეგრელიშვილი.






















