17:08 | 2020-06-02 ავტორი: Prime Time

ამით, ივანიშვილის წისქვილზე წყალს დაასხამენ – რას გულისხმობს ბურჯანაძე

ამით, ივანიშვილის წისქვილზე წყალს დაასხამენ – რას გულისხმობს ბურჯანაძე

„ერთიანი საქართელოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ გეგმებზე საუბრობს.

 

კითხვაზე ცდილობს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ „ლეიბორისტული პარტიის“ მაგიდის ალტერნატიულ გაერთიანებად „ძალა ერთობაშია“ აქციოს და პატარა ოპოზიციური პარტიები მიიზიდოს, ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ნაციონალებმა ამ გადაწყვეტილებით, ივანიშვილის წისქვილზე წყალი დაასხან.

 

„წინასაარჩევნოდ რომ პარტიამ მაქსიმალურად ეცადოს პატარა პარტიები თავისკენ მოიზიდოს ბუნებრივი იქნებოდა, რომ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პრობლემა.

 

ოპოზიცია გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ გაფართოებას გეგმავს
2020-06-02ოპოზიცია გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ გაფართოებას გეგმავს

 

თუ ამ გზით წავლენ დაუშვებენ დიდი შეცდომას. მოსახლეობას არ უნდა არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი.

 

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება, რომ კვლავ ორი პოლუსი შექმნას, ბიძინა და მიშა, ეს იქნება დიდი შეცდომა და ნებსით თუ უნებლიედ, ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა.

 

შალვა ნათელაშვილის მაგიდის ამოცანა, პროპორციული არჩევნების მოთხოვნის ამოცანა, არის რომ ეს პოლარიზება და საფრთხე გაექრო მოსახლეობისთვის,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

ოპოზიციური პარტიების „ძალა ერთობაშია“ გაფართოების სურვილს გამოთქვამს.

ავტორი: Prime Time

X