
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში სამედიცინო ჟურნალის, “ლანცეტის” ბოლო ნომრის გარეკანის ფოტოს ავრცელებს.
გარეკანზე გამოტანილ ციტატაში აღნიშნულია, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით, მდიდარი ქვეყნები ცუდად მოიქნენ.
“19 ივნისი 2021 წელი, The Lancet -ის ბოლო გამოცემის გარეკანი შემდეგს გვამცნობს:
კოვაქსი იყო მშვენიერი იდეა, რომელიც სოლიდარობის შედეგად შეიქმნა. სამწუხაროდ, ეს არ განხორციელდა … “მდიდარი ქვეყნები უფრო ცუდად მოიქცნენ, ვიდრე ვინმეს ყველაზე ცუდ კოშმარში წარმოედგინა“ – აღნიშნულია ლანცეტში. ამით ყველაფერი ნათქვამია, ადამიანთა მოდგმა ძალიან შორსაა სამართლიანობის და კაცთმოყვარეობისგან”,- წერს კულუმბეგოვი.






















