
ია ფარულავას გადაცემა „ფარულ კონვერტში“ „ბაბილინა“ ნატო სულხანიშვილი იხსენებს, რომ მას ერთ-ერთმა მშობელმა, რომელიც პრივილეგიით გამოირჩეოდა, თანხა შესთავაზა, რათა მისი შვილისთვის მეტი ყურადღება დაეთმო და სხვა ბავშვებისგან გამორჩეული ყოფილიყო.
„მე მას მეტ ყურადღებას ვერ მივაქცევდი. მე ხელფასს ვიღებდი და შესაბამისად არ მჭირდებოდა მისი შემოთავაზებული თანხა. ამიტომ კონვერტს არ გავხსნი და აქვე დავწვავ.“,- ამბობს ბაბილინა.






















