
შალვა შავგულიძემ ამნისტიის შესახებ ოპოზიციის კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა.
„პოლიციელთა მიმართ ამნისტია გამოიყენება მხოლოდ დაზარალებულის თანხმობის პირობებში, იგივე მოთხოვნა კი არ არის აქციის მონაწილეთა მიმართ“,- აცხადებს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე.
ამასთან, „ლელო“ გამოვიდა ინიციატივით, ამნისტიის გამოცხადებამდე შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც 20 ივნისს გამოიძიებს.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონი არ გავრცელდება იმ პირებზე, ვინც 20 ივნისს უკანონო ბრძანება გასცეს და მათზე, ვინც პასუხისმგებელია სხეულის მძიმე დაზიანებაზე.























