21:26 | 2021-11-29 ავტორი: Prime Time

„ამოიღეთ სტატისტიკა“ – რა აღმოჩნდა სტატისტიკაში, რომლის ამოღებაც სააკაშვილმა სასამართლოში მოითხოვა

„ამოიღეთ სტატისტიკა“ – რა აღმოჩნდა სტატისტიკაში, რომლის ამოღებაც სააკაშვილმა სასამართლოში მოითხოვა

„ამოიღეთ სტატისტიკა – სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ცხრა წელი და რვა წელი, უფრო მეტი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე მიდიოდა” – განაცხადა სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდზე იმიგრანტთა და ემიგრანტთა შესახებ 2002-2020 წლის პერიოდის სტატისტიკური მონაცემებია განთავსებული.

 

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით შედგენილ ცხრილიდან ცალკეული წლების მონაცემების დაჯგუფება და მათი ურთიერშედარებით ჩანს:

 

○ 2004-2012 წლებში საქართველოდან გავიდა 833 604 კაცი, ხოლო უკან დაბრუნდა 612 393 კაცი. ამ წლების კუმულატიური მიგრაციული სალდო არის 221 211, საშუალო წლიური უარყოფითი მიგრაციული სალდო კი შეადგენს 24 579 კაცს.

 

○ 2013-2020 წლებში საქართველოდან გავიდა 741 788 კაცი, ხოლო უკან დაბრუნდა 715 655 კაცი. ამ წლების კუმულატიური მიგრაციული სალდო არის 26 133, საშუალო წლიური უარყოფითი მიგრაციული სალდო კი შეადგენს 3 267 კაცს.

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X