10:44 | 2020-08-05 ავტორი: Prime Time

ამონიუმის ნიტრატი, რამაც ბეირუთში ძლიერი აფეთქება გამოიწვია, ბათუმის პორტში იყო განთავსებული – რუსული მედია

ამონიუმის ნიტრატი, რამაც ბეირუთში ძლიერი აფეთქება გამოიწვია, ბათუმის პორტში იყო განთავსებული – რუსული მედია

ნივთიერება ამონიუმის ნიტრატი, რამაც გუშინ ბეირუთში ძლიერი აფეთქება გამოიწვია, 2013 წელს ბათუმის პორტში, გემზე იყო განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ.

 

ტვირთი ბათუმის გავლით მოზამბიკში უნდა გადაეტანათ, თუმცა გემს ბეირუთში გაუმართავობის გამო შეჩერება მოუწია.

 

შოკისმომგვრელი კადრები ბეირუთიდან - აფეთქებამ ყველაფერი გაანადგურა
2020-08-04შოკისმომგვრელი კადრები ბეირუთიდან - აფეთქებამ ყველაფერი გაანადგურა

 

ლიბანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბეირუთში აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული. მისივე თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან.

 

ამ დროის მონაცემებით ძლიერი აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 3 000 დაშავდა. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ დაშავებულთა რიცხვი გაიზრდება.

ავტორი: Prime Time

X