15:19 | 2020-03-23 ავტორი: ნინი ტაველიძე

ადამიანებს, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს – კილაძე

ადამიანებს, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს – კილაძე

ამოცანაა, რომ ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსის გამო შემოსავალი დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაეხმაროს, – ამის შესახებ პარლამენტის „ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის“ თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

 

„დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსის გამო შემოსავალი დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაეხმაროს.

 

ჩვენ გვჭირდება ძლიერი სოციალური პაკეტი, რომელიც აუცილებლად მიმართული უნდა იყოს ყველაზე ღარიბი, ყველაზე მოწყვლადი ადამიანებისთვის, ბავშვების, მოხუცების დასახმარებლად.

 

იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც დღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული, ეს შემოსავალიც მცირე იყო და დღეს საერთოდ აღარ აქვთ.

ჩვენ გვჭირდება ძლიერი სოციალური პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ყველაზე შეჭირვებულ, მოწყვლად ადამიანებს“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

 

მანამდე კახა კალაძემ განაცხადა, რომ პრობლემების პირისპირ ხელისუფლება არავის დატოვებს.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X