
თბილისიდან ამსტერდამის მიმართულებით დილის 9 საათზე „ჯორჯიან ეარვეისის“ კუთვნილი თვითმფრინავი აფრინდა. სპეცრეისით ქვეყანაში 180 ადამიანს ჩამოიყვანენ.
„ჯორჯიან ეარვეისის” ბორტის ეკიპაჟის წევრები სპეციალური ეკიპირებით არიან აღჭურვილნი. ამსტერდამიდან რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:30 საათზე დაეშვება.
ყველა მგზავრმა უნდა გაიაროს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის იდეალური ურთიერთობა ჩვენსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის,“ – აცხადებს „საქართველოს ავიახაზების“ დირექტორი რომან ბოკერია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა.
- 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















