09:46 | 2020-05-16 ავტორი: Prime Time

ამსტერდამიდან სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა

ამსტერდამიდან სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამსტერდამი-თბილისის რეისი განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში 180 თანამოქალაქე დაბრუნდა.

 

მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი სხვადასხვა სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

 

14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

 

ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 3819 ადამიანია განთავსებული.

ავტორი: Prime Time

X