
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მოინახულა. მანვე გააცნო ჟურნალისტებს სააკაშვილის განცხადება.
„როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე. მირჩევნია დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში უარს ვაცხადებ გლდანის ციხეში ჩემს გადაყვანაზე“, – ნათქვამია წერილში.
ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი არცერთ ვითარებაში გლდანის ციხეში გადაყვანას არ განიხილავს.
„ჩვენ არ დავუშვებთ მის გადაყვანას, იგი ან იქნება აქ, ან სამოქალაქო კლინიკაში“, – ამბობს გვარამია.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















