
ბესოს (უკაცრავად და) ზანგურს არ გაუმართლა. არ აღმოაჩნდა აუცილებელი მახასიათებელი უპირობო პრივილეგიისთვის, – ამის შესახებ ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
„არ აღმოაჩნდა აუცილებელი მახასიათებელი უპირობო პრივილეგიისთვის. კერძოდ, არც მაინცადამაინც ვარსკვლავბიჭუნაა, არც მსახიობია საარაკო და დიდად ფულიც არ აქვს. მას ჰყავს სექსისტი და ძალმოსილი რეჟისორი მფარველად რაც მეტნაკლებად იცავს, მაგრამ ბოლომდე ვერა. ამიტომ “მოწყალე ერმა” ქალი ამ ისტორიაში შედარებით დაინდო. არა იმის გამო, რომ სოლიდარულია ან/და სამართლიანი, არამედ, ჩემი აზრით, მოძალადემ ვერ დააკმაყოფილა მათი წინასწარ განსაზღვრული ხატი კაცის. ასე რომ, აქ ცოტა გაუმართლა ქალს,“- წერს ანა აბაშიძე.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში თქვა, რომ ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის დროსაც.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000 ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.






















