
სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებლის, ანა დოლიძე კითხვაზე აპირებს თუ არა არჩევნებში პოლიტიკური პარტია „ლელოს“ მხარდაჭერას აცხადებს, რომ თანამშრომლობა იგეგმება დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებთან.
„ჩვენი ამბიცია არის, რომ პირველად საქართველოში გაკეთდეს ძლიერი საზოგადოებრივი მოძრაობა.
ამბიცია არის, რომ მიუხედავად იმისა ვინმე მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, მოძრაობიდან ან მისი მხარდაჭერით, მოძრაობა მაინც დარჩეს ძლიერ თვითმყოფად ძალად, რომელიც შექმნის ამინდს ამ ქვეყანაში.
ტაქტიკურად და საკითხობრივად როგორი თანამშრომლობა იქნება სხვადასხვა პარტიებთან, ამას დრო გვიჩვენებს.
მთავარია, რომ თანამშრომლობას მხოლოდ დემოკრატიულ ძალებთან ვაპირებთ.”- განაცხადა ანა დოლიძემ.
„ხალხისთვის“ სამოქალაქო მოძრაობაა და მათ წევრებს, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება არ დაუანონსებიათ.























