
„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ, მოძრაობის წევრებთან ერთად დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს 41 კითხვა გაუგზავნა, რომელის დასმაც საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის სურს და რომელზე პასუხებიც COVID-ის პანდემიის დროს ვერ მიიღეს.
„მოძრაობა ხალხისთვის ფეისბუკ გვერდზე და ცხელ ხაზზე 100-ამდე შეკითხვა შემოვიდა, რომლის დასმაც ხალხს სურს პრემიერ-მინისტრისთვის.
ჩვენ მოვედით პარლამენტთან ამ კითხვების ჩასაბარებლად, მაგრამ ჯერ არც კანცელარია, ხალხს არ იღებენ და ყუთიც არ დგას, რომ მოქალაქემ წერილი ჩააგდოს.
მინისტრთა კაბინეტი და პრემიერი იმ კითხვებსაც არ პასუხობს, რომელთაც ხალხი მათივე ვებგვერდებზე სვამს.
ჩვენ სიმბოლურად შევაგროვეთ 41 აქტუალური კითხვა, იმ ასეულობით კითხვიდან, რომელზე პასუხებიც COVID-ის პანდემიის დროს ხალხმა ვერ მიიღო.
ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ხელწერა არის ის, რომ ის დაშორებულია ხალხის ინტერესს, არ ესმის ხალხის ტკივილის.“ – აღნიშნა მოძრაობა ხალხისთვის ლიდერმა ანა დოლიძემ.
მოძრაობის წევრმა ნინი წულაძემ კი ხალხის შეკითხვები გააჟღერა.
ხალხი ითხოვს პასუხებს – რა მიზანს ემსახურებოდა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა;
რატომ დარჩა დღემდე 3-ზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა ტაქსებზე;
ქართულ საკანონმდებლო სივრცეში არ მოიძებნება კანონი, რომლითაც განისაზღვრება https://stopcov.ge/ka/Fund შექმნის სამართლებრივი საფუძველი, გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ დეტალური ანგარიში https://stopcov.ge/ka/Fund-ში, ფონდში აკუმულირებული თანხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რას მოხმარდა ან რას მოხმარდება აღნიშნული რესურსი;
როდესაც ხელისუფლებას უნდა უმუშევრობის სტატისტიკის შელამაზება ითვლის 840,000 თვითდასაქმებულს.
ახლა კი, როდესაც დღის წესრიგში დადგა 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემა, გათვლა გაკეთდა 250,000 ადამიანზე.
ეს არის „ქართული ოცნების“ არითმეტიკა?;
აქამდე ვერ მოვისმინეთ, პოსტ Covid-19 პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმა, ასე აპირებთ წარმატებული ქვეყნების რიგებში გადასვლას, თუ მუდამ მაჩანჩალა სახელმწიფოდ აპირებთ დაგვტოვოთ;
რატომ გამოგრჩათ ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმაში ვეტერანები და დევნილები;
რატომ არ განისაზღვრა კომპენსაციის მიმღებთა პოტენციურ ჩამონათვალში ემიგრანტთა ოჯახები, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროს უცხოური გზავნილები შეადგენდა;
მიუხედავად იმისა, რომ დასუბსიდირდა 9 საკვები პროდუქტი, რატომ შეიქმნა დეფიციტი და რატომ გაიზარდა მათზე ფასები და ა.შ.























