20:35 | 2021-03-18 ავტორი: Prime Time

„ანაფლექსია შესაძლოა განვითარდეს ნებისმირი წამლის მიღების შემდეგ – ვაქცინა უსაფრთხოა!“

„ანაფლექსია შესაძლოა განვითარდეს ნებისმირი წამლის მიღების შემდეგ – ვაქცინა უსაფრთხოა!“

ახალციხეში, ექთნის ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი მწვავე რეაქციის გამოვლენას, ინფექციონისტები და სხვა მედიკოსები ეხმიანებიან.

 

ანაფილაქსიური შოკის შემთხვევების შესახებ სამედიცინო წყაროებზე დაყდნობით სოციალურ ქსელში წერს სამეცნიერო ჟურნალისტი ზაზა დობორჯგინიძე.

 

მისი თქმით, ევროპის ქვეყნების მიერ ასტრაზენეკას შეჩერებას არანაირი კავშირი არ აქვს გართულების იმ ფორმასთან, რომელიც საქართველოში ექთანს განუვითარდა.

 

„მეეჭვება ამის ახსნას რამე აზრი ჰქონდეს, მაგრამ ევროპის ქვეყნების მიერ ასტრაზენეკას შეჩერებას არანაირი კავშირი არ აქვს გართულების იმ ფორმასთან, რომელიც საქართველოში ექთანს განუვითარდა.

 

ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები ფაიზერს და სხვა ვაქცინებს აქვს უფრო მაღალი, ვიდრე ასტრაზენეკას. 7 თებერვლის მონაცემებით, ანაფილაქსია განუვითარდა 60 პაციენტს 5 მილიონი ასტრაზენეკათი აცრილიდან, ხოლო ფაიზერით აცრილებში 150-ს 7.5 მილიონი აცრილიდან.

 

ანაფილაქსია შეიძლება განვითარდეს აბსოლუტურად ნებისმიერ წამალზე და ვაქცინაზე, ეს არ არის ვაქცინაციის შეჩერების მიზეზი!“

 

ცნობისთვის, ევროპის მედიცინის სააგენტოს პრეს-ბრიფინგის საბოლოო დასკვნა ასტრაზენეკაზე ასეთია:

 

უიშვიათესი გართულება - სავარაუდოდ, ამასთან გვაქვს საქმე - თამარ გაბუნია კომაში ჩავარდნილ ექთანზე
2021-03-18უიშვიათესი გართულება - სავარაუდოდ, ამასთან გვაქვს საქმე - თამარ გაბუნია კომაში ჩავარდნილ ექთანზე

 

„ჩვენი კომიტეტი მივიდა დასკვნამდე, რომ ასტრაზენეკა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაა, მისი სარგებელი გადაწონის შესაძლო რისკებს, კომიტეტმა ასევე დაასკვნა, რომ ვაქცინა არ არის ასოცირებული თრომბოემბოლიის რისკის ზრდასთან“.

 

30 წლამდე ასაკის ქალი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექთნის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარი ფაქტის შესწავლის პროცესში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტსაც ჩართავენ.

ავტორი: Prime Time

X