
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი LISI ISLAND წელს ანაკლიაში „პალმ ბიჩის” კუნძულზე ტარდება, რომელიც მდინარე ენგურის შუაგულში მდებარეობს და დაახლოებით ერთ ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს.
ფესტივალის წარმომადგენელმა ლაშა წურწუმიას განმარტებით,ახალი ფესტივალი ყოველწლიური გახდება და Echowaves-თან ერთად ანაკლიაში ყოველ ზაფხულს ორი ფესტივალი ჩატარდება.
„ლისი ვუდი” ტარდებოდა თბილისში, ლისზე და ახლა გადმოდის ანაკლიაში. დაახლოებით 1500 კაცი ესტუმრება ფესტივალს ყოველ დღე. რაც შეეხება ფესტივალ Echowaves-ს, მომდევნო წლიდან დაბრუნდება ანაკლიაში, იგივე მასშტაბებით და ფაქტობრივად, ორი ფესტივალი გვექნება”, – აღნიშნა წურწუმიამ.
სამდღიან ფესტივალს ანაკლიაში წვიმიანი ამინდები დაემთხვა. „პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ზუგდიდში გუშინ ფესტივალისთვის 600 წყვილი რეზინის ბოტი გაიყიდა. თუ რა პირობებში მიმდინარეობს 24 საათიანი ფესტივალი,ამის შესახებ „პრაიმტაიმს” ადგილიდან ვიდეო მიაწოდეს.
ფესტივალზე სრულად გაიყიდა პირველი კალათის ბილეთები, რომელთა ღირებულება 80 ლარს შეადგენდა.
ფესტივალი ხვალ დასრულდება.
ავტორი:თეა შონია























