16:00 | 2021-03-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ანალიზები არ ჰქონდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ეს აცრა გაკეთებულიყო – გარდაცვლილი ექთნის და (ვიდეო)

ანალიზები არ ჰქონდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ეს აცრა გაკეთებულიყო – გარდაცვლილი ექთნის და (ვიდეო)

„ანალიზები არ ჰქონდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ეს აცრა გაკეთებულიყო“ – ამის შესახებ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის და საუბრობს.

 

მისივე თქმით, ვაქცინაციის წინ მეგი გოცირიძე სათანადოდ არ შეამოწმეს, შეიძლებოდა თუ არა მისთვის აცრის გაკეთება.

 

„ჩაივლის ეს მდგომარეობა და ოჯახი გადაწყვეტს ყველაფერს. გამოძიება აუცილებლად უნდა მოხდეს. დაისაჯოს ვინც გაუკეთა ეს, ანუ ანალიზები არ ჰქონდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ეს აცრა გაკეთებულიყო“, –  აცხადებს მეგი ბაქრაძის და.

 

ვიდეო – რას ამბობენ ოჯახის ახლობლები

 

 

მეგი ბაქრაძის ბიძა ტარიელ ბაქრაძე ამბობს, რომ გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს რა და როგორ მოხდა:

 

„უპირველესი საკითხია ჩვენთვის, რომ გამოძიებამ დაადგინოს რა მოხდა და როგორ მოხდა … ან რაღაც პრობლემა ჰქონდა ადამიანს და არ უნდა აეცრათ, თუ ალერგიას იწვევდა ტესტი უნდა ჩაეტარებინათ“, – ამბობს ტარიელ ბაქრაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელიც კორონავირუსზე ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა, დღეს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

 

27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

ექსპერტიზა დაადგენს თუ რამ გამოიწვია ანაფილაქსიური შოკი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X