13:36 | 2020-08-06 ავტორი: Prime Time

ანანურთან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მძღოლს კი ეძებენ

ანანურთან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მძღოლს კი ეძებენ

სამონასტრო კომპლექს ანანურთან მდებარე ობიექტებზე სატვირთო ავტომობილი შევარდა.

 

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა – ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

 

რაც შეეხება სატვირთო ავტომობილს მძღოლს, ამ დროისთვის მისი სამძებრო ღონისძიება მიმდინარეობს. ის სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე არ არის.

 

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები.

 

რედაქციის შესწორება: ცოტახნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ავტოსაზგაო შემთხვევას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ავტორი: Prime Time

X