
ანა ჩირაძეს, “რუსთავი 2”-ის მიერ შეძენილ ამ ლიცენზირებული პროექტის გამო, “ჩემი ცოლის დაქალებზე” უარის თქმა მოუხდა. ამიტომ სერიალში ჩიკას პერსონაჟს ვერ იხილავთ.
სამაგიეროდ, სხვა აპლუაში ნახავთ ანას, რომელიც პირველი გადაცემის ჩაწერაზე ღელავდა, ჰქონდა ეიფორია, სურდა, რომ საუკეთესო ტელეპროდუქტი დაედო. მკაცრი შემფასებელი, როგორც ყოველთვის მაყურებელია. ასე რომ, ჩაუსაფრდით ხუთშაბათს, 22 საათზე “აnnას შოუს”.
საპრემიერო შოუში, ტელეწამყვანს, გადაცემის დაწყებას ცნობილი ადამიანები ულოცავენ. შოუში საჩუქრებით ხელდამშვენებულებს იხილავთ – რეჟისორ ერმალო მაღრაძეს, ირაკლი იმნაიშვილს, გია ჯაჯანიძეს, “ნიჭიერის” წამყვანებს – “ბახუტას” და ნუკი კოშკელიშვილს, “ექიმებიდან” – თიკა ფაცაციას და ლევან რატიანს, სტეფანეს და თავად ანას ქმარს, შეფ კონსტანტინე თედელურს, რომელიც პირველი სტუმრის რანგშია.

ირაკლი იმნაიშვილი: – მსოფლიოში, პროექტმა “ელენის შოუმ”, შექმნა მთლიანდ ჟანრი. საქართველოში მას ბევრი ბაძავდა. თუმცა პირველად ქართულ სატელევიზიო ისტორიაში, “ანას შოუ” არის ლიცენზირებული, მსოფლიოში საუკეთესო პროექტის ქართული ვერსია.
ანასთან ურთიერთობა, კამერის მიღმაც დიდი ზეიმია. მე მიხარია, რომ ამ ზეიმის თანამონაწილე, ახლა უკვე ჩვენი მაყურებელიც გახდება.
ამდენად, ყოველ ხუთაშაბათს საინტერესო სტუმრებთან ერთად გელით დღესასწაული.
ნუკი კოშკელიშვილი: – ანას შორიდან ვიცნობდი და მისი თაყვანისმცემელი ვიყავი.
პირადად, ორჯერ მყავს ნანახი. მე კი გიჟი ფანატი ვარ, მაგრამ თავად ანა, ასე არ მიცნობდა, მხოლოდ შორიდან, ხელის დაქნევით.
ახლა უკვე მიხარია, რომ ორივე ერთ ტელევიზიაში ვმუშაობთ.
























