00:47 | 2021-07-14 ავტორი: Prime Time

ანდრია ჯაღმაიძე: ხშირად ერთ იერარქს შეიძლება მიაჩნდეს, რომ რუსეთია ხსნა, მეორეს კი პირიქით

ანდრია ჯაღმაიძე: ხშირად ერთ იერარქს შეიძლება მიაჩნდეს, რომ რუსეთია ხსნა, მეორეს კი პირიქით

ხშირად ერთ იერარქს შეიძლება მიაჩნდეს, რომ რუსეთი არის ხნა და მეორეს მიაჩნდეს , რომ რუსეთი არის დაღუპვა. ორივე ადამიანი ჩვენი საზოგადოების განწყობებს გამოხატავს, ასეთია ჩვენი საზოგადოება. სასულიერო პირებს ჩვენგან დირექტივები და გამზადებული ტექსტები, რა ილაპარაკონ, არ აქვთ, – ამის შესახებ „იმედის ფაქტორში“ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ეხლა დამწკრივდით და მომისმინეთ... ყელში ამოვიდა თქვენი ფარისევლობა - დეკანოზი ილია ჭიღლაძე მთავრობას
2021-07-13ეხლა დამწკრივდით და მომისმინეთ... ყელში ამოვიდა თქვენი ფარისევლობა - დეკანოზი ილია ჭიღლაძე მთავრობას

 

„პრაიდთან დაკავშირებით, რომელი პოზიცია შეიძლება შევარბილოთ ჩვენ. მხედველობაში ნუ მივიღებთ კონკრეტული მოძღვრის რიტორიკას, და იმ ტერმინოლოგიას რაც მან თქვა. ეს გამოვრიცხოთ, ამაზე ჩვენც გვაქვს რეაქცია. ჩვენს განცხადებებს გაეცანით და იქ ნახავთ. მრევლი და საზოგადოება გააპროტესტებს ყველა შემთხვევაში.

 

როგორ წარმოგიდგენიათ, დაჯდებიან სახლში, ჩართავს ტელევიზორს და უყურებს, როგორ ჩაივლიან რუსთაველზე? ეს ხომ აბსურდების ილუზიიდანაა? საზოგადოება ისედაც გააპროტესტებს. 1 ივლისს დახურულ სივრცეში იკრიბებოდნენ და იქ მივიდა ეს საზოგადოება. ​არ იყო ბევრი ხალხი, რადგან მთელი თვე ემზადებოდნენ 5 რიცხვისათვის, მაგრამ სამში სპონტანურად უამრავი ხალხი შეიკრიბა იქ და ძალიან დაძაბული.

 

საშიში სიტუაცია იყო იქ. იქ ხომ ჩვენ არ მოგვიწოდებია არც პარაკლისისთვის და შეკრებისთვის. ეს არის საზოგადოება, რომელიც არ გაითვალისწინეს, რომელზეც თქვეს, რომ ესენი არიან ბნელები, მათი სიტყვისათვის არ დატოვეს სივრცე ყველაზე რეიტინგულმა ტელევიზიებმა, მათ უთხრეს რომ გარეჯის გასხვისებაში დამნაშავე ადამიანი არის გმირი, ნარკოტიკების მოხმარება არის თავისუფლება და ევროპიზაცია და ა.შ. ჩვენ ხომ ვხედავთ“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X