21:40 | 2020-04-15 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ანდრია ჯაღმაიძე: მრევლი 21:00 საათამდე მივა ტაძარში და დილის 6 საათამდე დარჩება

ანდრია ჯაღმაიძე: მრევლი 21:00 საათამდე მივა ტაძარში და დილის 6 საათამდე დარჩება

საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით მრევლი კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა ტაძარში, დილის 6 საათზე კი მას დატოვებს.

 

ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძემ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ფრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით ეს შეღავათიანი პირობაა, რათა მრევლი ღვთისმსახურებას დაესწროს.

 

„მრევლი კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა ტაძარში, დილის 6 საათზე კი მას დატოვებს.

 

კანონის დაცვით, კომენდანტის საათის დაცვით, უსაფრთხოების წესების დაცვით, მოვახერხოთ მოწესრიგებულად მსახურებაზე დასწრება, ვიზეიმოთ დღესასწაული და არ მოვაკლოთ ჩვენს მცდელობას რომ ვზრუნავთ და არც ლოცვას, რომ ღმერთი შეგვეწიოს გულწრფელ მსახურებაში“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X