11:30 | 2021-03-25 ავტორი: თამარ გონგაძე

ანიტა რაჭველიშვილის შემდეგ თეა წულუკიანს ბურჭულაძე აკრიტიკებს – რა კითხვას სვამს ქართველი ბანი

ანიტა რაჭველიშვილის შემდეგ თეა წულუკიანს ბურჭულაძე აკრიტიკებს – რა კითხვას სვამს ქართველი ბანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკინის “პოსტივის” ეთერში სტუმრობას, სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ხელოვანის გამოხმაურება მოჰყვა.

 

მათ შორის, ყველაზე მკაფიო პოზიცია ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც დაწერა, რომ მისი ფეხი არ იქნება საქართველოს სცენაზე მანამ, სანამ კულტურის მინისტრი წულუკინი იქნება.

 

მოგვიანებით ანიტამ გამოქვეყვენა პოსტი, რომ მას თავისი აზრის დაფიქსირების გამო “ფეისბუქზე” თავს დაესხნენ.

 

No description available.

ფაქტს, “ფეისბუქზე” გამოეხმაურა ანიტას უფროსი კოლეგა, ქართველი ბანი, პაატა ბურჭულაძე. აი, რას წერს მომღერალი.

 

პაატა ბურჭულაძე: – კულტურის მინისტრის გამონათქვამებზე უფრო მეტად მაინტერესებს, რომელია მისი ნამდვილი სახე და ღირებულებები, რასაც ამ 2013 წლის ვიდეოში ვისმენთ, რომ წინა ხელისუფლების ნაცვლად სცხვენოდა? მთელი „ქართული ოცნების“ ტრაგედიაც ხომ ეს არის, რასაც გმობდნენ, იმაზე უარესს აკეთებენ. საკუთარ თვალში სპილოს დანახვა არ უნდათ და ისევ „სისხლიანი 9 წლის“ ძახილით ფიქრობენ თავის გატანას.

 

თეა წულუკიანთან, აწ უკვე კულტურის მინისტრთან, მაქვს ერთი შეკითხვა – იმ ხელისუფლების ნაცვლად სცხვენოდა და ამ ხელისუფლების მიერ ჩადენილი ჩემი და ფონდ „იავნანას“ ორგანიზებული დისკრედიტაცია ეამაყება?

 

არც იუსტიციის მინისტრის რანგში გაუკეთებია ამდენი წლის მანძილზე ერთი განცხადება მაინც, ამ მართლაც უკიდურესად სამარცხვინო და ქვეყნისთვის მავნებლური საქმის შესახებ.

 

პირიქით, ამ ბოროტმოქმედების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის, Postv-ის წამახალისებლად მოგვევლინა და პროტესტის ნაცვლად, ექსკლუზიურად ესტუმრა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ერთი ბატონის მსახურებამ ის გადაცემის წამყვანის დონემდე დაიყვანა.

 

იმ მავნებლობების შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ჩაიდინა ძალიან რთულია ჩუმად ყოფნა, ამიტომ ანიტა რაჭველიშვილზე ტროლების მისევას, სჯობს მიზეზებზე დაფიქრდეთ!

 

ასევე, გირჩევთ ბევრჯერ გაიხსენოთ, რომ ქართული კულტურა არის ის ერთ-ერთი მთავარი, რითაც ჩვენი ქვეყანა დღემდე ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო რუკაზე.

ავტორი: თამარ გონგაძე

X