22:51 | 2020-06-19 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ანტიბიოტიკის მიღებით 2 წლის ასაკში დაკარგული სმენა – შენ შეგიძლია 15 წლის გოგონას ოცნების ახდენა!

ანტიბიოტიკის მიღებით 2 წლის ასაკში დაკარგული სმენა – შენ შეგიძლია 15 წლის გოგონას ოცნების ახდენა!

გარესამყაროსთან ურთიერთობას ჟეტსიკულაციის საშუალებით ახერხებს. მის ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს, ბავშვური ოცნებებით ავსებს. იცის, რომ სხვებისგან განსხვავებულია და ამაზე უკვე აღარ დარდობს.

 

მარიამი 15 წლის არის, თუმცა უკვე არაერთ პრობლემას შეეჯახა. აუხდენელი ოცნები და მიზანი ბევრი აქვს. სმენადაქვეითებული გოგონა პარიკმახერობაზე ოცნებობს.

 

გასულ წელს, ერთ-ერთ საპარიკმახეროს ხელობის შესწავლის მიზნით მიაკითხა, მაგრამ უარით გამოისტუმრეს. დედას უთხრეს,  ცოტა მაინც, რომ ესმოდეს შეიძლებოდა, რომ გვესწავლებინაო.

 

სახლში იმედგაცრუებულები დანრუნდნენ… ყველაფრის მიუხედავად სჯერა, რომ სასწაულები ხდება და დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.  მის ფერად სამყაროს არსებული რეალობა  აშავთეთრებს.

 

„პრაიმტაიმი“ მარიამის დედას, თეონა იარაჯულს ესაუბრა.

 

„მარიამი ორი წლის იყო, როცა ფილტვების ანთება დაემართა. ანტიბიოტიკებით ვუმკურნალეთ და ახლა ვფიქრობთ, რომ სმენის დაკარგვა სწორედ ამან გამოიწვია.

 

მასთან ერთად ვისწავლე ჟესტების ენა. უკვე ჩემმა პატარა შვილებმაც ისწავლეს მარიამთან სასაუბრო ენა და კომუნიკაციის პრობლემა აღარც ბავშვებს აქვთ.  ჩემმა პატარა გოგონამ ერთხელ მკითხა, მარიამი ჩვენსავით რატომ არ ლაპარაკობსო.

 

ვეცადე ამეხსნა მიზეზი და როცა  საუბარი დავასრულე, ასე დამამშვიდა – ჩემს ხმას ცოტას მივცემო… ეს დედისთვის რამხელა ტკივილია ვერ აგიღწერთ.

 

უამრავი ინფორმაცია მოვიძიე, იქნებ რაიმე საშველი იყო ჩემი შვილისთვის-მეთქი. საჭიროა ძვირადღირებული ოპერაცია, რომელსაც რამდენიმე ათასი ევრო უნდა.

 

თუ ოპერაციას ვერა, კარგი სმენის აპარატის შეძენა შეიძლება, რითაც ჩვენს საუბარს გაიგებს.  თუმცა ესეც  საკმაოდ ძვირია, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ფინანსნებით ვერ შევწვდებით.

 

მარიამს ბევრი ოცნება აქვს, ძალიან უნდა პარიკმახერი გამოვიდეს. უამრავ ვიდეოს უყურებს და ცდილობს ისწავლოს.

 

მითხრა, რომ ამ პროფესიის შესწავლა უნდა. ამასწინათ ერთ-ერთ ცნობილ სალონში მივედით, ისინი სმენადაქვეითებულ ადამიანებს ხელობას ასწავლიან. როდესაც გაიგეს, რომ მარის საერთოდ არ ესმის, უარი გვითხრეს, ცოტა მაინც უნდა ესმოდესო.

 

მომხმარებელი ვერაფრით აუხსნის როგორ და რანაირად უნდა შეჭრაო. სახლში იმედგაცრუებულები წამოვედით.

 

ხშირად ვფიქრობ, როცა ჩემი შვილი სკოლას დაამთავრებს რა უნდა აკეთოს, რა პროფესიას უნდა დაეუფლოს, რომ დამოუკიდებლად შეძლოს ცხოვრების გაგრძელება. სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ. “ – ამბობს თეონა.

 

მარიამი მშობლებთან და ორ დედმამიშვილთან  ერთად აფრიკის დასახლებაში, დაზიანებულ შენობაში ცხოვრობს. სხვის ბინაში დროებით შესახლებულების საცხოვრებელი წვიმის დროს წყალი ჩამოდის.

 

10  წლის გოგონა, 19 წლის ძმისგან ღვიძლის გადანერგვას ელოდება
2020-06-1010 წლის გოგონა, 19 წლის ძმისგან ღვიძლის გადანერგვას ელოდება

 

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება და გოგონას შშმ-ს პენსიაა.

 

„ოროთახიანი ბინაა. ფიცრებით გავამაგრეთ, რომ წვიმის დროს სახლში წყალი არ ჩამოვიდეს. ბევრი პრობლემა გვაქვს. ჩემს მეუღლეს შაქრიანი დიაბეტის რთული ფორმა დაუდგინეს. ექიმებმა მუშაობა აუკრძალეს.

 

არადა იყო დრო, როცა გრიგორი მუშაობდა და ბავშვებს არაფერი აკლდათ. ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი 400 ლარამდეა, რომელიც ძირითადად საკვებში და კომუნალურ გადასახადებში იხარჯება.

 

ვსარგებლობთ უფასო სასადილოს სერვისით. სამწუხაროდ, ნათესავები ამ ყავს, მეუღლეს ასაკოვანი დედა ჰყავს, რომლის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა.

 

32 წლის ვარ. ძალიან რთული ყოფილა ცხოვრება. ძნელია, როდესაც შვილი გთხოვს ატარო ფეხბურთზე ან მუსიკაზე და ამის საშუალება არ გაქვს. ჩემს ბიჭს სკოლაში ნაჩუქარი კომპიუტერი გაუფუჭდა და ახლა მასზე ოცნებობს.

 

პატარა გოგონას ძალიან უნდა სათამაშოები და სიმღერაზე სიარული. უფროსი გოგონა ტელეფონზე და კომპიუტერზე ოცნებობს. ახლა, მეგობრის ტელეფონი აქვს. მისთვის კომპიუტერი და ტელეფონი აუცილებელია.

 

მეგობრებს მათი საშუალებით ჟესტიკულაციით ეკონტაქტება. მე ცხოვრებაში კარგიც ვნახე და ცუდიც. ბევრჯერ დაგვიძინია მე და ჩემს მეუღლეს მშივრებს, იმის გამო, რომ რაც გვქონია შვილებისთვის გვეჭმია.

 

მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერი დედა ვარ. მარიამი, ნელიკო და ნიკუშა ცხოვრების სტიმულს მაძლევენ. ძალიან მინდა ჩემს შვილებს ყველა ნატვრა და ოცნება აუხდეთ.

 

არ დამიკარგავს ხვალინდელი დღის იმედი. ვიცი, რომ კეთილი ადამიანები ისევ არსებობენ და უკეთესობისკენ შეცვლიან ჩვენს ცხოვრებას. “- ამბობს თეონა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X