
საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში „ქართული ოცნების“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
„ვერანაირი რუსული რბილი ძალა – თავისი “რაშა თუდეით”, “სპუტნიკებით”, “უკვდავი პოლკით” და “დუხოვნი სკრეპებით” – ვერ შექმნის ისეთ ნოყიერ ნიადაგს ანტიდასავლური განწყობებისთვის საქართველოში, როგორც ეჭვი იმის თაობაზე, რომ უარყოფითი რეიტინგის უპირობო ჩემპიონი ბოკერია, შესაძლოა, იმავდროულად, დასავლეთის ფავორტი იყოს.
მარტივი ჭშარიტებაა – თუ შენ ყველაზე მეტად ის მოგოწონს, ვინც ყველაზე მეტად არ მოსწონს ხალხს, ხალხის ეს დამოკიდებულება, ადრე თუ გვიან, შენზეც გავრცელდება“, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.






















