
ესპანელი მსახიობი და ჰოლივუდის ვარსკვლავი ანტონიო ბანდერასი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია თავად მსახიობმა გაავრცელა.
ამჟამად ის კარანტინში იმყოფება და აცხადებს, რომ თავს შედარებით კარგად გრძნობს და იმედი აქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება.
10 აგვისტოს ანტონიო ბანდერასს 60 წელი შეუსრულდა.
„დღეს, 10 აგვისტოს, საჯაროდ მინდა გამოვაცხადო, რომ კარანტინში ყოფნისას ჩემი 60 წლის იუბილე აღვნიშნე, რადგან COVID-19-ზე დადებითო პასუხი მომივიდა“, – ამბობს ჰოლივუდის ვარსკვლავი.






















