13:55 | 2021-11-22 ავტორი: Prime Time

ანწუხელიძის ეპიზოდს როდესაც უყურებს ადამიანი, კითხვის ნიშანი არსებობს? – თაკო ფხაკაძე გმირებზე

ანწუხელიძის ეპიზოდს როდესაც უყურებს ადამიანი, კითხვის ნიშანი არსებობს? – თაკო ფხაკაძე გმირებზე

„პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი, „რუსთავი 2-ის“ მმართველი დირექტორი თაკო ფხაკაძე გადაცემა „ფარულ კონვერტის“ ერთ-ერთ ეპიზოდში აგვისტოს ომის გმირებზე საუბრობს.

 

„როდესაც კითხვას სვამენ, ომი ვინ დაიწყო – ანწუხელიძის ეპიზოდს როდესაც უყურებს ადამიანი, კითხვის ნიშანი არსებობს? ან შინდისის ომის ისტორიას როდესაც გაიცნობს, რა კითხვის ნიშანი… ბიჭი ვერ დააჩოქეს, ვერ ათქმევინეს მისი ქვეყნის საწინააღმდეგო, მისი სამშობლოს საწინააღმდეგო. გმირად მოკვდა, ჩვენი თვალით ვნახეთ ეს ყველაფერი. კითხვის ნიშანი არსად არის, უბრალოდ ეს არის გმირები და მათი გმირული ისტორიები“, – აცხადებს თაკო ფხაკაძე.

მე ვიცი, რას ნიშნავს, ვერ ხედავდე - თაკო ფხაკაძე „ფარულ კონვერტში“ პირად თემებზე ისაუბრებს
2021-11-22მე ვიცი, რას ნიშნავს, ვერ ხედავდე - თაკო ფხაკაძე „ფარულ კონვერტში“ პირად თემებზე ისაუბრებს

 

ცნობისთვის, თაკო ფხაკაძის ხმაურიანი და მასშტაბური სხვადასხვა პროექტებიდანერთ-ერთი „გმირია“, სადაც ერთიანდება აგვისტოს ომში და ავღანეთში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცების გმირული ისტორიები.

 

„რა თქმა უნდა, “გმირი” ჩემი ინიციატივით შეიქმნა, მაგრამ მას ,მთელი “პრაიმტაიმი” ერთიანი ძალისხმევით ქმნიდა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული პატარა ბიჭების ისტორია საქართველოს უახლესი ისტორიაა. ჩვენ ჩვენ გმირებს სახელებით და გვარებით ვიცნობთ, რომელიც მე და ჩემმა გუნდა ქვეყანას შემოვუნახეთ.

 

პროექტ “გმირის” მთავარი მიზანი შესრულებულია, გმირი – ეს არ არის კრებითი სახელი, ჩვენ თითოეულის ბიოგრაფია ვიცით და ვიცით, რომ სულ პატარა ბიჭებმა სიცოცხლე საქართველოს ერთიანების იდეას თავი შესწირეს. როცა ამბობენ, “გმირი”, მგონია, რომ ამ ტიტულის პედალირებაში სულ პატარა წვლილი ჩვენც შევიტანეთ. ეს ერთგვარი მადლობა იყო ჩვენი მხრიდან იმ ბიჭების მისამართით, რომლებმაც ამ ქვეყნისთვის თავი გაწირეს“, – ამბობს თაკო ფხაკაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

ავტორი: Prime Time

X