12:56 | 2020-05-11 ავტორი: თამარ გონგაძე

ანუკა ქებურიამ დამცავი ფარის საჭიროება ხუთი წლის წინ იწინასწარმეტყველა

ანუკა ქებურიამ დამცავი ფარის საჭიროება ხუთი წლის წინ იწინასწარმეტყველა

სახალხო არტისტის, თენგიზ არჩვაძის დიზაინერმა შვილიშვილმა, ანუკა ქებურიამ ხუთი წლის წინ “იწინასწარმეტყველა” სახის დამცავი ფარის საჭიროება.

 

2015 წლის Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ზე დიზაინერმა ძლიერი ქალის ინსპირაციით წარმოადგინა კოლექცია, სახელწოდებით Women – “ქალები”.

 

ანუკა ამ კოლექციას “პრაიმტაიმთან” იხსენებს.

 

 

ანუკა ქებურია: – როდესაც კოლექციაზე მუშაობა დავიწყე, ჩემი ინსპირაცია იყო ძლიერი ქალი, რომელსაც ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი ტვირთის ზიდვა უწევს… ქალის, რომელსაც ხშირად მამაკაცის ვალდებულებების თავის თავზე აღება უხდება.

 

მაგრამ მიუხედავად ბევრი სირთულისა, ის არ ნებდება და პირიქით, უფრო ძლიერი ხდება.

 

ამ კოლექციას დავარქვი Women.

Anuka Keburia-ს ფოტო.

 

ჩვენება უფრო სანახაობრივი რომ გამეხადა, პერფორმანსისთვის დავამზადე მამაკაცის ტორსები, რომლებიც სხეულზე ქალებს ჰქონდათ მიმაგრებული.

 

მოდელი ანასტასია თოფურიძე, რომელიც ჩვენების მთავარი გმირი იყო, ტორსის მიმაგრებით დემონსტრაციულად აჩვენებდა, თუ როგორ “ირგებს” ქალი მამაკაცის როლს.

 

ეკრანზე ბასა ფოცხიშვილის ვიდეო რგოლი ტრიალებდა, სადაც ანასტასია იგივე მოძრაობას იმეორებს.

 

დამცავი ფარიც ერთ-ერთი ძირითადი აქსესუარი იყო ჩემს ჩვენებაში. ის ცხოვრებაში ტკივილისგან, სირთულისგან, პრობლემისგან, შურისგან, ბოროტებისგან და ნეგატივისგან გვიცავს.

 

და ვთვლი, რომ დამცავი ფარი, 2020-შიც ძალიან აქტუალურია. ასე რომ, ვაპირებ სხვადასხვა დიზაინის ფარების წარმოებას, რომლებიც დაგვიცავს არამარტო ქალებს და არამარტო ნეგატივისგან, არამედ დღევანდელ რეალობაში ვირუსისგანაც!

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X