
მესამე სართულიდან გადავარდნილი Hip-Hop არტისტის, დავით პაქსაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ კლინიკაში განუცხადეს.
„პაციენტი აპარატიდან მოხსნილია, გონზეა და ადეკვატურია. რამდენიმე დღის წინ წამოჯდა და გააქტიურდა. რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს“, – ამბობენ კლინიკა „ჯერარსში“.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ 28 წლის ახალგაზრდა მესამე სართულიდან გადავარდა და შედეგად მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
პაქსაშვილმა რამდენიმე წლის წინ ინტელექტუალურ თამაშში „ცოდნა ფულიაში“ გაიმარჯვა.























