
23 მაისის ღამეს, როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გაუქმდა, თამარაშვილის ქუჩაზე ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა.
ველოსიპედს ცნობილი ფსიქო-თერაპევტი დავით ანდღულაძე მართავდა, რომელიც ახლა კლინიკაში აპარატზეა შეერთებული.
“პრაიმ-ტაიმი” დავით ანდღულაძის დას, სოფო ანდღულაძეს დაუკავშირდა და დაშავებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.
– ქალბატონო სოფო, როგორ არის ახლა თქვენი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– მე ზუსტად არ ვიცი, მთავარია ექიმები გვაძლევენ დამაიმედებელ პროგნოზს. დავითი რეანიმაციაშია, აპარატზეა შეერთებული, აქვს მრავლობითი სახის დაზიანებები და მთავარი დაზიანება არის კისრის მალებზე.

– სასეირნოდ იყო ბატონო დავითი ღამე ქუჩაში? რა მოხდა იმ ღამეს?
– სწორად გამიგეთ, ვერაფერს გეტყვით.






















