
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ციხიდან გამოშვების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი, შესაძლოა, პარლამენტში ისევ არ შევიდეს.
როგორც „პრაიმტაიმთან“ „ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, პარტიაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში შესვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
მათ შორის, პარლამენტში შესვლასა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას არ ემხრობა გიორგი ბარამიძეც.
როგორც მან „პრამტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, მელიას გამოშვებით პარლამენტს ლეგიტიმაცია არ დაუბრუნდება.
„შევიკრიბებით, როცა ნიკა გარეთ გამოვა და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე პირადად პარლამენტში შესვლას არ ვემხრობი.
პარლამენში შესვლა და ნიკა მელიასთვის გამოსასყიდი გირაოს გადახდა ერთამენთან რა კავშირშია? ამით პარლამენტმა ლეგიტიმაცია შეიძინა? პარლამენტში არ შევდიოდით იმიტომ, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, არჩევნები გაყალბებით ჩატარდა.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მძევლად აიყვანა და ახლა გამოუშვა, ამით პარლამენტმა ლეგიტიმაცია შეიძინა?“,- გვითხრა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაუხადა.






















