
პროკურატურამ მტკიცებულებების გაყალბების ფაქტზე ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ე.წ. წყარო, დავით ფურცხვანიძე დააკავა, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტის გაყალბებული ფოტოები გადასცა.
ჟურნალისტების კითხვაზე იგეგმება, თუ არა ამავე საქმეზე ადვოკატ მიხეილ რამიშვილის დაკავება? – ამ კითხვის პასუხად პროკურატურაში განმარტეს:
„ამ საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირების მხილების და დადგენის მიზნით. მიხეილ რამიშვილთან ან სხვა ფიგურანტ პირებთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებას ვერ გავაკეთებ, თუმცა გიდასტურებთ, რომ გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.
მისივე თქმით, დაკავებული დავით ფურცხვანიძე ქვეყნიდან მიმალვას გეგმავდა და ამ მიზნით უკვე შეძენილი ჰქონდა ავია-ბილეთი.
⭕Live: ბრიფინგი პროკურატურაში – დავით ფურცხვანიძე დააკავეს
⭕Live: ბრიფინგი პროკურატურაში – დავით ფურცხვანიძე დააკავეს
Posted by Prime Time on პარასკევი, 25 სექტემბერი, 2020






















