
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აპრილის თვე და სავარაუდოდ, მაისის პირველი ნახევარი საქართველოსთვის მძიმე და რთული იქნება. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ზრდა შემთხვევებისა იქნება, შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად გაიწელა, ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის ფართოდ გავრცელება და ამით მოვიგეთ დრო. დაახლოებით მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის და ამ კვირის ბოლოს რასაც ვპროგნოზირებით იმაზე ოდნავ ცოტაც არის, შემიძლია გითხართ”, — თქვა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საჭიროა ყველამ დაიცვას საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესები. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში პირველი იარაღი სოციალური დისტანცირებაა.
- შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















