
აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა
„წინასწარი შეფასებით, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 16.6%-იანი შემცირება.
შესაბამისად, პირველი 4 თვის საშუალო რეალური ზრდა -3.6%-ია“,- განაცხადა თოდრაძემ.
2020 წლის აპრილში, სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგის გარდა, შემცირება თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა.
აპრილში საქონლის ექსპორტი 28%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 39%-ითაა შემცირებული.
კლება ფიქსირდება საწარმოთა რეგისტრაციის კუთხითაც. აპრილში სულ 307 საწარმო დარეგისტრირდა, რაც გასული წლის აპრილის მაჩვენებელს 93%-ით ჩამორჩება.























