10:36 | 2021-09-11 ავტორი: Prime Time

11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულების უკანასკნელი sms-ები – „ახლახანს შევძელი შენი დაბრუნება და არ მინდა ისევ დაკარგვა… მიყვარხარ!“

11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულების უკანასკნელი sms-ები – „ახლახანს შევძელი შენი დაბრუნება და არ მინდა ისევ დაკარგვა… მიყვარხარ!“

ზუსტად 20 წლის წინ, 11 სექტემბერს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა, რომელმაც 2977 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

მათგან 2606 ნიუ-იორკის ცათამბჯენებში, ან მათ მახლობლად იმყოფებოდა, 246 კი – ტერორისტების მიერ მართულ თვითმფრინავებში.

 

რთული წარმოსადგენია, რას გრძნობდნენ ისინი ბოლო წუთებში. ამის ერთგვარ სურათს მათ მიერ ახლობლებთან დაგზავნილი ბოლო SMS-ები ქმნის.

 

„საყვარელო, მინდოდა მეთქვა შენთვის როგორ ძლიერ მიყვარხარ… ახლახან შევძელი შენი დაბრუნება და არ მინდოდა ისევ დაკარგვა. შენ ჩემთვის ცხოვრებაზე მეტი ხარ. მიყვარხარ ძალიან!“

 

„ერთადერთი რაზე ფიქრიც ახლა შემიძლია, შენ და იენი ხართ… ძალიან მეშინია, მაგრამ მაინც უნდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ!“

 

„ვიცი, რომ დავშორდით. უკვე ახალი გოგოც გყავს და ფეხზე გკიდივარ… მაგრამ თუ ყველაფერი იქნება ძალიან ცუდად, მაინც გეტყვი, რომ მიყვარხარ. მენატრები. კარგად!“

 

„უბრალოდ მინდა გითხრა, რომ მიყვარხარ… და რომ ჩავრჩი ამ საშინელ შენობაში. აქ ძალიან დიდი კვამლია. უბრალოდ… უბრალოდ მიყვარხარ და მუდამ მეყვარები“.

 

„აქ ძლიერი ხანძარია… მიყვარხარ… ნიკოლსაც უთხარი, რომ ისიც მიყვარს. არ ვიცი, შევძლებ თუ არა გამოღწევას… ღმერთო, როგორ მიყვარხარ!“

 

„საყვარელო, საყვარელო, თვითმფრინავში ვარ, ის ვიღაცებმა გაიტაცეს. გავიგე, რომ ტყუპებისკენ მივფრინავთ. მიყვარხარ, ძვირფასო. ბავშვებს გადაეცი, რომ ძალიან მიყვარს. როგორ მინდა, კიდევ ერთხელ შემოგხედო“.

 

„ჯულს, ბრაიანი ვარ. თვითმფრინავში ხარ და აქ ყველაფერი საშინლად გამოიყურება… თუ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, იცოდე, რომ მიყვარხარ. კარგად მოიქეცი, სიკეთე აკეთე. მიყვარხარ. იმედია შევხვდებით.“

ავტორი: Prime Time

X