20:03 | 2020-07-14 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

აქამდე კარგად მეძინა, რაც გიორგი დაიღუპა, გული მიცემს სხვანაირად – „შაქარას“ პატარა მეგობარი

აქამდე კარგად მეძინა, რაც გიორგი დაიღუპა, გული მიცემს სხვანაირად – „შაქარას“ პატარა მეგობარი

გიორგი შაქარაშვილზე ბევრი თქმულა და ბევრიც დაწერილა. მასზე ყველა დიდი გულისტკივილით საუბრობს. ეჭვგარეშეა, რომ უცნობები და ნაცნობები ახალგაზრდა ფეხბურთელის სიცოცხლის ტრაგიკულმა დასასრულმა გააერთიანა.

 

შაქარა“ ყველას მეგობარი იყო. მასზე „პრაიმტაიმთან“ უბნელი უმცროსი მეგობრები საუბრობენ. პატარები ყველაზე გულწრფელი ემოციებით იხსენებენ თავიანთ წილ „შაქარას“.

 

მათი სამომავლო გეგმები სწორედ გიორგის სახელს უკავშირდება. ისინი ფეხბურთელობას აპირებენ და გოლებს მას მიუძღვნიან…

რა სთხოვეს შაქარაშვილის მშობლებმა ომბუდსმენს
2020-07-14რა სთხოვეს შაქარაშვილის მშობლებმა ომბუდსმენს

 

„მე ფეხბურთელი უნდა გამოვიდე, მის მსგავსად უნდა ვითამაშო.“ – ამბობს „შაქარას“ პატარა მეგობარი. პატარა ბიჭი თავის წარმატების გიორგის ხსოვნის უკვდავსაყოფად მას მიუძღვნის.

 

„ყველა გოლს ჩვენს „შაქარას“ მივუძღვნი, ფეხბურთელი გამოვალ.“ – ამბობს მეორე მოზარდი.

 

შაქარას“ პიროვნებით აღფრთოვანებულ ბავშვებს გული სწყდებათ, რომ მათ თავიანთი უფროსი მეგობარი დაკარგეს. დაკარგეს და მოსვენებაც დაეკარგათ.

 

„აქამდე კარგად მეძინა, მაგრამ რაც გიორგი დაიღუპა, აღარ მძინავს, გული მიცემს სხვანაირად.“ – ამბობს „შაქარას“ პატარა მეგობარი.

 

ისინი „პრაიმტაიმის“ მეშვეობით გიორგი შაქარიშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ და ამბობენ, რომ გიორგი ცაშია და ის ციდან პატარებს უყურებს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X